Bio
როგორც არც თუ ისე ცოტა დრამერი, რომლებმაც სხვადასხვა პროფესიებთან პარალელური მჭიდრო კავშირის მეშვეობითა და ემოქმედებითი უნარების უნიფიკაციით თანამედროვე მუსიკის სამყაროს სიახლის სული შთაბერეს ან/და უკვე კლასიკური, "დაღვინებული" მუსიკა გაათანამედროვეს, მეც სიამაყით (თუმცა არა მათთან თავის გატოლების მცდელობით!) ვამბობ ხოლმე ჩემი კარიერული გატაცებულობისა და შემოქმედებითი სვლის მოულოდნელ, ნელ-ნელა დამდგარ შედეგზე - დრამერობაზე, რომელიც მხოლოდ ინსტრუმენტის სიყვარულს არ ეფუძნება. გამარჯობა. მე ვარ ლუი და მე ვარ არქიტექტორი დრამის მრგვალ ტახტზე. მუსიკის სამყაროშიც ზუსტად ისე დეტალებზე ორიენტირებული, მახვილი და სხარტი მიდგომებია ჩემთვის პირველი პრიორიტეტი, როგორც პროფესიაში. სიზუსტე, დინამიკა და კონტექსტი - ჩემთვის სამი მთავარი საყრდენი ქვა ყველა კრეატიულ სფეროში. მე 13 წელია, რაც ვუკრავ. თბილისის ლაივ სცენის ასპარეზზე პირველად "სტუმარ" დრამერად ჯგუფ "ნუ მიეყრდნობით"-თან გამოვჩნდი 2021 წელს, აქედან 2 დღეში კი ჩემს ძირითად ბენდთან, Warsarius - თან მქონდა დებიუტი. მალევე, 2022 წლის თებერვალში მეორე დებიუტით გავედი ელექტროვერკის დიდ ვენიუში, ჯგუფ Vril Ya-სთან ერთად. ჩემი უნარები ძირითადად ლაივ პერფორმანსებზეა ალესილი, თუმცა მაქვს სტუდიაში მუშაობის მცირედი გამოცდილებაც. ვორსარიუსის 3 წლიანი პროექტის გარდა, ვუკრავდი ჯგუფ Vril Ya-ში, Angel Of Disease - ში, Enforcement - ში, და ქავერ ბენდ Unlimited Band-ში ორი წლის განმავლობაში. ამჟამად მუსიკის სხვა ჟანრებში საკუთარი თავის ძიება-აღმოჩენაში ვარ ჩართული.